ახმეტაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ახმეტაში გვიან ღამით ავარია მოხდა, შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ორნი, ძმები არიან. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და ის კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, ალვანი- ბაბანეურის საავტომობილო გზაზე მოხდა. ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.