გოგონას, რომელსაც საგარეჯოში სროლისას თვალი დაუზიანდა დღეს სახლში გაწერენ

საგარეჯოდან თბილისში გადაყვანილი გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
18 წლის გოგონას თვალის სასწრაფო ოპერაცია თბილისში ჩამოყვანისთანავე ჩაუტარდა.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს ბინაზე, დღეს გაწერენ.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა ხუთი ადამიანი მოკლა და ხუთი ადამიანი დაჭრა, შემდეგ კი თვითლიკვიდაცია განახორციელა.