დავით შერაზადიშვილმა საზოგადოებას 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას, ბოლნისის საპატიო მოქალაქეებს და მოქალაქეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
დავით შერაზადიშვილმა ანგარიშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა.
ანგარიშის წარდგენას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და კომპანია RMG-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2022 წლის საქმიანობის ანგარიშის დასასრულს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
„დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს, მედიასა და საზოგადოებას 2022 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გავაცანი. გასული წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ყველა მიმართულებით ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2022-ში 10 299 398 ლარის ღირებულების 93 ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. გასულ წელს სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის ჯამში 2 707 569 ლარი დავხარჯეთ, დახმარება კი 3 136 ბენეფიციარს გავუწიეთ. ვიმედოვნებ, რომ 2023 წელი ბოლნისისთვის არაერთი წარმატების მომტანი იქნება. ჩვენ კი მოქალაქეებისა და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის მუშაობას კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.