1-ელ თებერვალს ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიეოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1 თებერვალს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტს რუსთავში მშენებელთა ქუჩაზე.

13:00 დან 14:00 საათამდე – აბონენტს რუსთავში დავით გარეჯის ქუჩაზე.

15:00 დან 17:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინუბანი, მარტყოფი, ნორიომთისძირი, ბროწეულა.

12:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, თბილწყარო, მზიანეთი.

10:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, 26 მაისი, გამსახურდიას, სულხან-საბას, ჩოლოყაშვილის, მუსხელიშვილის, კოსტავას, პუშკინის, ჭავჭავაძის, ლესელიძის, აივაზ გასანოვის, აღმაშენებლის, ჟორდანიას ქუჩებზე.

13:00-დან 14:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში კაპანახჩი, ილმაზლო, ამბაროვკა, ქეშალო, ალგეთი, სართიჭალა, ალგეთის მევენახეობა.

12:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროში აღმაშენებლის, ტაბიძის, სულხან საბას, ორბელიანის, კეცხოველის, თევდორე მღვდლის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში აბელიანი, აბრამეთი, ხოპისი, ქსოვრეთი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.