კომპანია ,,რუსთავის წყალმა” რუსთავში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტები დაასრულა

კომპანია ,,რუსთავის წყალმა” რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის  ქალაქის ხუთ ქუჩასა და ორ მთავარ მოედანზე სარეაბილიტაციო პროექტები დაასრულა. სამუშაოები ლერმონტოვის, შევჩენკოს, 9 ძმა ხრხეულიძის,  გურამიშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, შარტავას და რუსთაველის მოედნებზე ჩატარდა.

საერეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში ახლით შეიცვალა 2.25 კმ-ზე მეტი სიგრძის  მოძველებული წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე 57 ერთეული  ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და  წყლის წნევის რეგულატორი დამოტაჟდა, ასევე 34 სახანძრო ჰიდრანტი და 12 საკვანძო ჭა მოეწყო.

განხორციელებული პროექტების შედეგად წყალმომარაგება გაუუმჯობესდა ლერმონტოვის, შევჩენკოს, 9 ძმა ხრხეულიძის,  გურამიშვილის, მარჯანიშვილის, შარტავას, რუსთაველის ქუჩებსა და რუსთავის VII, VII ა, XIV, XV, XX, XXI მიკრორაიონების მოსახლეობას. 

 ,,რუსთავის წყალი” აქტიურად აგრძელებს სარეაბილიტაციო პროექტებს, კომპანია  ქალაქ რუსთავში 2023 წლის ბოლომდე 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც ქალაქის წყალმომარაგების ხარისხს მნიშვნელოვნად შეცვლის.