კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა

საგარეჯოში სროლისას დაჭრილი, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, ამის შესახებ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის ექიმმა მამუკა ოთიაშვილმა განაცხადა.

„3 ავადმყოფი განაგრძობს მკურნალობას, ორი მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. თუმცა ის რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. აქვს მუცლის ღრუს გამჭოლი ცეცხლსასროლი ჭრილობები აქვს, ბარძაყის, დაზიანებული იყო დიდი კალიბრის სისხლძარღვები, ბარძაყის არტერია, ვენა, მუცლის ღრუში ორგანოების დაზიანება იყო და მრავლობითი სისხლჩაქცევა. ჯერჯერობით სამივე პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა და საჭიროებს კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებას“, – აცხადებს ექიმი – მამუკა ოთიაშვილი.

შეგახსენებთ საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ ხუთი ადამიანი დაშავდა, 6 კი გარდაიცვალა და 5 დაშავდა.