სიღნაღში ავარია მსხვერპლით დასრულდა

სიღნაღში ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, ნუკრიანი-ჩალაუბნის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა მოცურდა და ხევში გადავარდა. მანქანაში ოთხი მგზავრი იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა 60 წლამდე ქალი, მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი მანქანაში მჯდომი ადამიანი, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალაობა უტარდება.