1-ლი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება.
ცვლილების შედეგად ავტომობილის პირველადი ინსპექტირების ღირებულება უცვლელი რჩება და კვლავ 60 ლარი იქნება, ხოლო განმეორებით ინსპექტირებაზე გარკვეული ღირებულება დაწესდება.
ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების რომელთა პირველადი ინსპექტირება 60 ლარია, მაგალითად მსუბუქი ავტომობილები, ტაქსები და.ა.შ.
განმეორებითი ინსპექტირება 20 ლარი ეღირება, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში რომელთა პირველადი ინსპექტირება 100 ლარი იყო, განმეორებითი ტექდათვალიერების ღირებულება 30 ლარი იქნება.