ამ თარიღთან დაკავშირებით, ტრადიციულად წელსაც, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე, ცენტრალურ ქუჩებსა და საცხოვრებელ სახლებზე ეროვნული დროშები გადმოიფინა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს მიიღო ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ. 14 იანვარი, როგორც სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.