გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა.
დღეს, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები ქესალოს, ნაზარლოსა და ვახტანგისის მოსახლეობასთან გაიმართა.
შეხვედრებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი – დავით კარგარეთელი, მერის მოადგილე – ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე-სამირ ხიალოვი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2023 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 662 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 26 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით 40 სოფელში გაიმართა.