სამეგრელოში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. როგორც ცნობილია სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო ჯგუფს ავტომობილის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.