2 თებერვალს რუსთავში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 თებერვალს11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს რუსთავში დავით გარეჯის, მშვიდობის, ჯავახიშვილის, სააკაძის, გაგარინის, მაზნიაშვილის, ქაშაკაშვილის, ტურგენევის, მშენებელთა ქუჩებზე.

12:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში მარის არხის III დას.

13:00 დან 14:00 საათამდე – აბონენტს რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.