ბათუმის ბულვარში დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა – ის რეანიმაციულ განყოფილებაშია

ბათუმის ბულვარში დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა – ის რეანიმაციულ განყოფილებაში მრავლობითი მოტეხილობით არის მოთავსებული.

შეგახსენებთ გუშინ ძლიერმა ქარმა ბათუმში ბატუტი გაიტაცა, შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა – ერთ-ერთი დაშავებული ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა, ის 10 წლის იყო.

გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.