ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც ცნობილია შემთხვევა გვიან ღამით  ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით შელაპარაკება ორ ახალგაზრდას შორის მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 30 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

შსს ინფორმაციით, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.