მარტვილის მუნიციპალიტეტში შვილმა დედა მოკლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა. როგორც ცნობილია ქალი საკუთარმა შვილმა ნაჯახით მოკლა.

პოლიციამ 54 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც 86 წლის დედას სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.