საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან სლემზე პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან სლემზე საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირზე ოქროს მედლების მფლობელები ილია სულამანიძე, ლაშა ბექაური და გელა ზაალიშვილი გახდნენ.

ვერცხლის მედლების მფლობელები კი ლუკა მაისურაძე და გიორგი სარდალაშვილი გახდნენ, ხოლო  ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.