აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ მას მომავალ კვირას მანჰეტენის ოლქის პროკურატურის მიერ საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავებენ.
დონალდ ტრამპის თქმით, ამას მანჰეტენის რაიონის ოფისიდან „გაჟონილი ინფორმაცია“ მიუთითებს.
მისი განცხადებით, შესაძლო დაკავება ე.წ. სტორმი დენიელსის საქმეს ეხება. დენიელსი ამტკიცებს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მას 130 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, რათა მათი სექსუალური კავშირი საიდუმლოდ დაეტოვებინა.
ტრამპმა მომხრეებს პროტესტისკენ მოუწოდა.