პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს – ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია დაკავებულმა მაღაზიისა და ბენზინგასამართი სადგურის სალაროები გაქურდა.
პოლიციამ ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერის გაშიფვრის შედეგად შეძლო. დაკავებული საქართველოს 33 წლის მოქალაქეა და ის 6 საქმეშია ეჭვმიტანილი.
დაკავებულს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.