თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა

თურქეთის სამხრეთ დასავლეთ სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა.

თურქი მაშველების ცნობით, მათ 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ნავზე სავარაუდოდ 30-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა.

მაშველები სამძებრო სამაშველო სამუშაოებს ამ დრომდე განაგრძობენ.