,,ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს”- მერაბ დვალიშვილი

ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, ქართველ გულშემატკივარს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა ამ ბრძოლაში,ვისაც ჩემი გამარჯვება გაუხარდა.
ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ მოვახერხე გამარჯვება და გავახარე ქართველი ხალხი, ამაყი ვარ და ბედნიერი…

ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს, მართლა იგრძნობოდა თქვენი მხარდაჭერა და ძალიან დიდ ძალას მაძლევდა, რა თქმა უნდა.
მე გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერი წინ არის, გამარჯვებები წინ არის,“ – აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.