12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდს ყელის არეში აღენიშნება დაზიანებები.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.