ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. სერია ა-ს 27-ე ტურში, „ნაპოლიმ“ სტუმრად „ტორინოსთან“ ითამაშა. პენალტი მასპინძელთა კარში მატჩის 35-ე წუთზე დაინიშნა, როდესაც წესები საჯარიმოში სწორედ კვარაცხელიაზე დაირღვა.

კვარაცხელიამ 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და იტალიის ჩემპიონატში მე-12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

68-ე წუთზე კი ხვიჩას გადაცემით ნდომბელემ „პარტენოპეის“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა.

საბოლოოდ თამაში ნაპოლის სასარგებლოდ 4:0 დასრულდა და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.