აშშ-ში მონტანას შტატში TikTok-ი აკრძალეს

მონტანას შტატის გუბერნატორის, გრეგ ჯიანფორტეს განცხადებით, გადაწყვეტილება “ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან მონტანელთა პირადი მონაცემების დასაცავად” მიიღო.

კანონპროექტს მონტანას წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებმა კენჭი გასულ თვეში უყარეს და ხელმოსაწერად გუბერნატორს გადაეგზავნა.

კანონი ძალაში იანვრიდან შევა და მათ, ვინც აპლიკაციას მაინც გამოიყენებს, დღეში სავარაუდოდ $10 000-ის ჯარიმის სახით გადახდა მოუწევთ.

როგორც ცნობილია TikTok-ის წარმომადგენლები მონტანაში მცხოვრები საკუთარი მომხმარებლების უფლებების დაცვას აპირებენ.