„დაკავებულია 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორი”- სპეცოპერაცია გრძელდება

ნარკორეალიზატორების გამოსავლენად, ქვეყნის მასშტაბით სპეცოპერაცია გრძელდება.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული. მისივე თქმით, დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება:

„ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული, ფონიჭალაში დაკავებულია 6 პირი.დიდ ქალაქებში ღონისძიებები გრძელდება და დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.

ამოღებულია სხვადასხვა სახის, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები.

დაკავებულები არიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, ამ ეტაპზე დაკავებულებს შორის არასრულწლოვნები არ ფიგურირებენ.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ისინიც ფიგურირებენ“, – განაცხადა კუპატაძემ.