კომპანია ,,რუსთავის წყალი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ,  19 მაისს, კომპანია  “რუსთავის წყალიქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ქსელის სისტემური რეაბილიტაციის ფარგლებში მთავარ მაგისტრალურ მილზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს

ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კომპანია ,,რუსთავის წყლისმიერ ქალაქის ცენტრალურ წყალმომარაგების ქსელებზე ჩატარებული სადიაგნოსტიკო სამუშაოების შედეგად დადგინდა ქსელზე დაზიანებული მონაკვეთები და შემუშავდა ოპერატიული სამოქმედო გეგმა

აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები ხვალ, 19 მაისს, 14:00 საათზე დაიწყება, კომპანიის  ტექნიკური ჯგუფი   მაგისტრალური ქსელის 13 მონაკვეთზე, 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში პარალელურად  იმუშვებს.  

მაგისტრალური ქსელზე არსებული დაზიანებების აღდგენის შედეგად გაუმჯობესდება წყლის ნაკადების მართვა და შემცირდება  დანაკარგების რაოდენობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 19 მაისს 14:00 საათიდან  20 მაისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებსჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.

კომპანიარუსთავის წყალიბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანიარუსთავის წყალიაბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით