ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს

საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში შემოვიდა. მას უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.

ნინოობა ორჯერ, 1-ელ ივნისსა და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღინიშნება.