ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ქუთაისთან, სოფელ გეგუთთან ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა, დაშავებულია რამდენიმე მგზავრი.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.