ახალი სასწავლო წლის დაწყება რუსთავში ჯგუფი ,,რეზო და ბავშვების“ კონცერტით აღინიშნა

ახალი სასწავლო წლის დაწყება რუსთავში ჯგუფი ,,რეზო და ბავშვების“ კონცერტით აღინიშნა.

კონცერტი, კლდიაშვილის სახელობის ახალ საზოგადოებრივ სივრცეში გაიმართა, რომლის რეაბილიტაციის პროცესიც თითქმის დასრულებულია.

კლდიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი 31 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ახალი რეკრეაციის გაშენებას, ბავშვთა გასართობი და სპორტული ინფრასტრუქტურის, დასასვენებელი ფანჩატურების სარწყავი სისტემის და განათების მოწყობას ითვალისწინებდა.

პროექტი თითქმის დასრულებულია და წლის ბოლოს რუსთავს კიდევ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე შეემატება.