ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულებაში დღეიდან, ახალი 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო
დავით შერაზადიშვილმა საბავშო ბაღის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება მიულოცა და ასევე ბაღის პედაგოგებს ბავშვების აღზრდის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც დავით შერაზადიშვილმა აღნიშნა ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი და პატარებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გახადოს.
შეგახსენებთ ბოლო წლების განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებდა და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.