გურიაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. იწმინდება დამეწყრილი ტერიტორიები. ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები და არსებულ ვითარებას სწავლობენ. ამ დროისთვის საცხოვრებელი სახლებიდან გამოყვანილია დაახლოებით 200 ადამიანი.
სტიქიის ზონაში მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცნენ. მათი განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პრობლემები დროულად მოგვარდეს.
დაზარალებული ოჯახების დახმარების პროცესში ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართულები.