რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ახალი სასწავლო წლიდან მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსებას აგრძელებს.
ბაკალავრის დაფინანსება:
81 დან 90 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით;
90 დან 95 მდე ქულის მქონე სტდენტებს არაუმეტეს 1000 ლარით;
95 დან 100 ქულის ჩათვლით 1200 ლარით;
სტუდენტს უფინანსდება სწავლის გადასახადი, წელიწადში არაუმეტეს სტუდენტებისთვის განსაზღვრული დასაფინანსებელი თანხის ოდენობისა. პროგრამა ითვალისწინებს სწავლის დაფინანსებას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1200 ლარის ოდენობით. თანხის ასათვისებლად ყოველი შემდეგი მომართვისას, კი სემესტრის საშუალო აკადემიური ქულა საჭიროა იყოს გაუმჯობესებული, რათა იძლეოდეს დამატებითი თანხის ათვისების შესაძლებლობას ლიმიტის ფარგლებში.
მაგისტრის და დოქტორის დაფინანსება:
85 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით შეფასების მქონე არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (ერთი კალენდარული წლის განმავლობაში);
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ბაკალავრის საფეხურის სტუდენტების მგზავრობის საფასურის დაფინანსებას თვეში არაუმეტეს 60 ლარის ოდენობით, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად.
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა ქალაქში 2021 წელს დაიწყო და დღემდე აქტიურად გრძელდება.