რუსთავში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ შეროზიას ხელმძღვანელობით რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
დამტკიცდა 2023 წელს ქალაქში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაგემილი ინფრასტრუქტურული პროექტები. შედეგად, საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება კულტურის სახლს, ხოლო ბეტონის საფარის დაგება-მოწყობითი სამუშაოების განხორციელდება ქალაქის სხვადასხვა უბანის თხუთმეტამდე ქუჩის შიდა გზაზე.
საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა, ასევე შპს-ების ,,ეიმ რუსთავის“ და ,,მარდიელი ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია.
საკრებულოს დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხს, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ, რეგლამენტის თანახმად, სხდომა დახურულად გამოაცხადა