დღეს, რუსთავში ქართული კინომუსიკის საღამო გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებმაც ლეგენდარული ქართული ფილმებიდან სხვადსხვა ნაწარმოებები შეასრულეს.
საღამო 21-ე მიკრორაიონში მდებარე ახალ შიდასაუბნო საზოგადოებრივ სივრცეში გაიმართა.