პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელმოწერების ნამდვილობა დაადგინა. უახლოეს მომავალში კი დოკუმენტები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნება.
კონსტიტუციურ წარდგინებას ხელს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს. დოკუმენტით მოთხოვნილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის დარღვევა დაადასტუროს.
უკვე ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დავას წარადგენენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. საკითხი სასამართლოს უახლოეს საათებში წარედგინება.