საქართველოში ჟოზეფ ბორელის ვიზიტი დაიწყო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უკვე თბილისშია. ჟოზეფ ბორელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დაიწყებს. ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა და ამ კონტექსტში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ასევე გლობალური უსაფრთხოების საკითხები – ეს არის თემები, რასაც ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ.

ჯოზეფ ბორელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ.

უმაღლესი რანგის შეხვედრები მას პრემიერთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან ექნება. აუდიენცია შედგება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც. დღეს საღამოს ბორელი პირველ კომენტარს მედიისთვის გააკეთებს.

ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ აქტივობაშიც.