სეს-მა ქვემო ქართლის მასშტაბით გასულ თვეში 120-მდე ობიექტი შეამოწმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლის მასშტაბით გასულ თვეში 120-მდე ობიექტი შეამოწმა, მათგან 30 რუსთავში.

აღნიშნული ქმედებების დროს აღებული იქნა სურსათის 70-მდე ნიმუში.

განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად სხვადსხვა მიმართულებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 40-მდე საჯარიმო სანქცია განახორციელა.