23 სექტემბერს „ბოლნისქალაქობა 2023“ გაიმართება

23 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული  „ბოლნისქალაქობა 2023“ გაიმართება.

ღონისძიებები ძველ გერმანულ უბანში 16:00 საათიდან დაიწყება.

სტუმრებს საბავშვო ,შემეცნებით-გასართობი და სპორტული სივრცეები, ანიმატორები, ანიმაციური გმირები, ქუჩის კარნავალი, ატრაქციონები, ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა

სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ნუგბარის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა დახვდებათ.

გაიმართება ყურძნის საზეიმო დაწურვა.

18:00 საათზე კი დაიწყება გალა კონცერტი,რომელშიც მონაწილეობას : ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“, კვარტეტი „რანინა“, ჯგუფი Reggaeon და Tamada მიიღებენ.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.