,,ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში რუსთავის თეატრი ვარდისფრად განათდა

,,ვარდისფერი ოქტომბერი” – ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა.

ცნობიერების ამაღლების კამპანიას ,,ქართული ოცნების“ ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაციაც შეუერთდა.

კამპანიის ფარგლებში ფარგლებში რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრი ვარდისფრად განათდა. დაგეგმილია უფასო სკრინინგ აქციები 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის სარძევე ჯირკვლის კიბოს კვლევაზე, ხოლო 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალბატონებისათვის, საშვილოსნოს ყელის გამოკვლევაზე

კამპანია ,,ვარდისფერი ოქტომბერი“ მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვედ არის აღიარებული და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება. ვარდისფერი ბაფთა ამ კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

აღსანიშნავია,რომ ,,ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ საერთაშორისო კამპანიას წელს უკვე მეორედ შეუერთდა.