ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარმა ბიბლიოთეკამ, ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტში მიიღო მონაწილეობა
4-5 დეკემბერს, რეგიონული ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა, ფონდ არველაძისა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.
საქართველოს 64 ბიბლიოთეკას, მათ შორის ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკას, უახლესი გამოცემების შესაძენად 900 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა, რომელიც გაუნაწილდება ქალაქის და სოფლის ბიბლიოთეკებს.
4 დეკემბერს, ბიბლიოთეკართათვის ჩატარდა შემაჯამებელი ტრენინგი.ტრენინგის შემდეგ გაიმართა ზაალ ჩხეიძის ლექცია ამერიკული ლიტერატურის შესახებ.
5 დეკემბერი მთლიანად ვაუჩერიზაციის პროცესს დაეთმო. ვაუჩერის განაღდება და წიგნების შერჩევა 30 გამომცემლობის სტენდთან განხორციელდა.