დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, დეპუტატებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი განიხილეს და დაამტკიცეს.
2024 წლის ბიუჯეტი წინა წლის ბიუჯეტთან მიმართებით 3 260 000 ლარით გაიზარდა და 41 400 000 ლარი შეადგინა. 1 508 260 ლარით გაიზარდა სოციალური მიმართულებით დაფინანსება, 2024 წელს ამ მიმართულებით 6 311 400 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი 6 139 100 ლარი გამოიყო.
მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლება.