ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან იროდი უგრეხელიძესთან ერთად საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის „განთიადი“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული საახალწლო საჩუქრები გადასცა.
დღის ცენტრის ბენეფიციარებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართეს.
საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადი“ ქალაქ ბოლნისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. დღის ცენტრი სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს მათზე მორგებულ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.