ბოლნისში “ფემიციდის წინააღმდეგ” კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

,,ფემიციდის წინააღმდეგ“ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში,  ბოლნისის რაიონულმა  პროკურატურამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც  სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროკურორებმა ნინო პაპაშვილმა და ალექსანდრე ანდღულაძემ, საბჭოს წევრებთან და სხვა სამართალდამცავებთან ერთად, ფემიციდის გახშირებულ ფაქტებზე და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრეს, რომელიც ითვალისწინებს, მიმდებარე სოფლებში და საგანმანათლებლო სივრცეებში, სხვადასხვა სახის ტრენინგებისა და იმიტირებული პროცესების გამართვას.