ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 დეკემბერს 10:30-დან
17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
გარდაბნის რაიონის სოფლებში ქესალო, ნაზარლო და მიმდებარე სოფლებში;
11:15-დან 13:15 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში
ფოლადაანთკარი, ყარაჯალარი, გაჩიანი, გამარჯვება, ველი და მიმდებარე
სოფლებში;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის
სოფლებში სამღერეთი, იფნარა, ახალშენი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში განთიადი, სამება,
ტბეთი, დარაკოვი, ხადაკი, გუნიაკალა და მიმდებარე სოფლებში;
12:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში თბილისის, ვაჟა-ფშაველას,
მეგობრობის, ცურტაველის, ვახუშტის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის
მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.