ჩილეში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჩილეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიზეზი ტყის ხანძარი გახდა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა.

ცეცხლის გავრცელებას ხელს გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი უწყობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათობით სახანძრო ბრიგადაა ჩართული.