თერჯოლაში, მდინარე ძუსაში მაშველების მიერ გადარჩენილი ერთადერთი პირი კლინიკაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უბედური შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2 მარტს მოხდა. მდინარეში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. თავდაპირველად, სამწვერას ჩანჩქერის დასათვალიერებლად წასულებიდან ერთს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, მის გადასარჩენად მდინარეში ოთხი ადამიანი გადახტა, თუმცა მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს. დაღუპულებს შორის არიან საზანოში მცხოვრები მამა, მისი ქალიშვილი და გოგონას მეგობრები, რომლებიც სოფელში სტუმრად ჭიათურიდან იყვნენ ჩასულები.