რომის პაპის სკანდალურ განცხადებაზე ვატიკანში განმარტება გააკეთეს

რომის პაპის სკანდალურ განცხადებაზე ვატიკანში განმარტება გააკეთეს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც პაპმა თეთრი დროშა ახსენა, მხედველობაში არა უკრაინის კაპიტულაცია, არამედ სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება ჰქონდა.

შვეიცარიულ ტელერადიო კომპანია „არეს აისთან“ უკრაინის ომზე საუბრისას რომის პაპმა განაცხადა, რომ მხარე, რომელიც ომს აგებს, მოლაპარაკებას უნდა დათანხმდეს. როგორც პონტიფიკოსმა აღნიშნა, ომში დამარცხების აღიარება არა სირცხვილი, არამედ გამბედაობაა, რადგანაც სხვა შემთხვევაში, უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება.