23 მარტს,ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 მარტს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში საიათნოვას, ჟორდანიას, ჯაფარიძის, სამედ ვურგუნის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში წერეთელი და ნიზამი. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.