ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და გარდაბნის მერმა დავით კარგარეთელმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კუმისში, ტბის წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით განხორციელებული სამუშაოები მოინახულა.
აღსანიშნავია,რომ კუმისის ტბა, თავისი მნიშვნელობით, უნიკალურია თუმცა, ის გარკვეული ეკოლოგიური პრობლემის წინაშე დგას, კერძოდ ტბა არ ივსება საკმარისი რაოდენობის ჩამდინარე წყლებით, რაც მისი კვდომის პროცესს უწყობს ხელს.
პრობლემის მოგვარების მიზნით, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს საქართველოს მელიორაციის სამსახურმა, განახორციელა არხების გაწმენდის სამუშაოები, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ წყლის ის რაოდენობა, რომელიც მოედინებოდა და იკარგებოდა გრუნტში, ახლა პირდაპირ ჩაედინება ტბაში.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ტბაში წყლის დონე მოიმატებს და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა.