თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მუნიციპალურ არჩევნებში დემოკრატიამ და ხალხის ნებამ გაიმარჯვა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარასა და სტამბოლში თავისი პარტიის მარცხი აღიარა და აღნიშნა, რომ თვითკრიტიკისა და შეცდომების გამოსწორების დროა.
„31 მარტის არჩევნები ჩვენთვის არა დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია.თურქმა ერმა მუნიციპალურ არჩევნებში საკუთარი აზრი დააფიქსირა. გაიმარჯვა დემოკრატიამ და ხალხის ნებამ. არჩევნები დემოკრატიისთვის შესაბამისი შედეგით დასრულდა. გასული წლის მაისის არჩევნების შემდეგ ჩვენ, სამწუხაროდ, ახლა ვერ დავდეთ ის შედეგი, რისი იმედიც გვქონდა. გავაანალიზებთ 31 მარტის შედეგებს პარტიაში, ვიქნებით თვითკრიტიკულები და განვიხილავთ ამ უკუსვლის მიზეზებს“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში წინასწარი შედეგებით, ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ლიდერობს, რომელმაც გამარჯვება დიდ ქალაქებში მოიპოვა, მათ შორის დედაქალაქში, სტამბოლსა და იზმირში. ოპოზიციას ხმების 37.32% აქვს, რეჯეფ თაიფ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ კი 35.78%.