პარლამენტმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ ალექსანდრე ტაბატაძე აირჩია
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ ალექსანდრე ტაბატაძე აირჩიეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ალექსანდრე ტაბატაძის კანდიდატურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებამ“ წარადგინა.